ახალი ამბები
ომბუდსმენი ცესკოს მოუწოდებს აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო დღეებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების ნაწილის ინფორმაციას, რომ მათ დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ომბუდსმენის თქმით, რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მითუმეტეს როცა ეს არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად. საკითხის მოკვლევის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების ნაწილი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. მათი განმარტებით, ისინი რეგისტრირებული არიან საქართველოს საკონსულოებში, აქვთ ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვთ და მათი რეგისტრაციის ადგილი აფხაზეთია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ.

ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.

ცესკოში კი განმარტავენ, რომ საარჩევნო უფლება უნივერსალური არაა და საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობისთვის კანონით გათვალისწინებულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დევნილი მოქალაქე, რომელსაც ფაქტობრივი მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მასზე ინფორმაციას ცესკოს დევნილთა სამინისტრო არ აწვდის, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.