რეგიონი
ბჟანია: სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ „Абаза ТВ“- ს განუცხადა.

მისი თქმით, ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო.

„გამონახეს სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები, შეიძინეს 24 ტრანსფორმატორი, საკუთარი ხარჯებით კვების ახალი ხაზი გამართეს და შეაკეთეს ორი ქვესადგური“, - აღნიშნა აფხაზმა ლიდერმა ინტერვიუში.

მიმდინარე წლის აგვისტოში, ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის სამუშაოები გრაფიკს ჩამორჩა, ამასთან ერთად, არ შედგა საცდელი რეისი, რომელიც 20 ივლისს იყო დაგეგმილი.

უფრო ადრე, ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტში ინვესტიციების მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

შეგახსენებთ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა მე-3 ღამე გაათენეს. მათი პროტესტი უნივერსიტეტის ფოიეში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ანა აბულაძემ უთხრა.
21 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა “პრეზიდენტმა”, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმში საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია.
20 / ნოემბერი 2024
22 ნოემბერს, 13:30 საათზე, ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
15 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.