ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მასწავლებელი მანანა მიქავას პროცესი გაიმართა. მას გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც შეკრების ან
მანიფესტაციის დროს პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ გვანცა ვარდანიძემ მიიღო და მასწავლებელს ადმინისტრაციულ სახდელად 5000 ლარი დააკისრა.
მასწავლებელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
მიქავა, 16 იანვარს, ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პიროტექნიკის გასროლის გამო, დააკავეს. მან ფეიერვერკი დაკავებული კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაისროლა. მოგვიანებით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ზუგდიდში, გუშინ, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.
ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი 15 იანვარს გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშივე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა. ის პირველად, 13 იანვარს, დააკავეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მასწავლებელი დააკავეს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში აქციაზე მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს
სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა
მასალის გამოყენების პირობები