მულტიმედია
მუხურის მღვიმეში 30 წლის შემდეგ სპელეოლოგები პირველად ჩავიდნენ (ფოტო/აუდიო)
სპელეო კლუბის "Caving Georgia" წევრები სადაზვერვო ექსპედიციით მუხურის მღვიმეში ჩავიდნენ. მყვინთავების გუნდმა აქამდე ცნობილი ოთხი სიფონიდან (გუბურა) სამი წარმატებით გაიარეს. სპელეოლოგების შეფასებით, 900 მეტრიან მღვიმეში ულამაზესი სანახაობა დახვდათ. ისინი გამოქვაბულის მაქსიმალურად შესწავლას გეგმავენ.

მუხურის მღვიმე 

კლუბის წევრების თქმით, მღვიმე 15 მეტრიანი ჩანჩქერის მიღმა არასოდეს გამოკვლეულა და ისინი ზაფხულში სწორედ ამ ადგილის მონახულებას გეგმავენ.

მუხურის მღვიმე 

"მოლოდინი გვაქვს, რომ ჩანჩქერის მიღმა კიდევ გრძელდება მღვიმე. რადგან წყალი გადმოდის შეიძლება იყოს სიფონები და დარბაზები. ზოგადად სამეგრელოს მიწისქვეშეთი ძალიან საინტერესოა, მათ შორის, ჩხოროწყუს მღვიმეები. ჩვენი ინფორმაციით, მუხურის მღვიმეში ბოლო 30 წლის განმავლობაში მეორე სიფონის მიღმა არავინ ყოფილა. წყალგამტარ გადასასვლელში, რომელიც წყლით იყო სავსე, აღმოვაჩინეთ მყვინთავების წონა, რომელიც 1991 წელს ჩასულ ერთ – ერთ მყვინთავს უნდა ეკუთვნოდეს", - გვითხრა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა შორენა ტატიშვილმა.
მუხურში კლუბის წევრებს ადგილობრივმა სპელეოლოგმა იგორ ფიჩხაიამ უმასპინძლა. მისი თქმით, ჩხოროწყუში 20-მდე მღვიმეა და მათი დიდი ნაწილი შესწავლილი არ არის. სპელეოლოგი თვლის, რომ ამ მღვიმეების გამოკვლევას ტურიზმის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"Caving Georgia"-ს წევრები

"Caving Georgia"-ს წევრებს მღვიმეების სიყვარული აერთიანებთ. მათ ექსპედიციები გართობის დონეზე დაიწყეს, თუმცა ახლა უკვე, როგორც კლუბში ამბობენ, საქმეს პროფესინალურად უდგებიან და რთულ მღვიმეებსაც იკვლევენ. ისინი ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტთან თანამშრომლობენ.
გამოქვაბული პირველად, ადგილობრივი სპელეოლოგის იგორ ფიჩხაიას მხარდაჭერით, ცნობილი მყვინთავების გუნდმა (ვიქტორ კომაროვი, ვლადიმერ კისელიოვი, ალექსეი შუმსკი) 1991 წელს გამოიკვლია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.