დაფინანსებული
პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ
ხშირად, მოსავლის აღებამდე, მედიით ვრცელდება ხოლმე დასეტყვილი ვენახის ან სხვა სტიქიური მოვლენისგან განადგურებული ნარგავების კადრები, რომელიც უდიდესი ზარალია თავდაპირველად ფერმერისთვის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ფერმერებს მოსავლის მოსაყვანად დიდი ხარჯების გაღება უწევთ, დაწყებული ტექნიკიდან, დასრულებული შეწამვლის ხარჯებით. ის შემოსავალი კი, რაც თავიანთი ნამუშევრიდან უნდა მიიღონ, სამწუხაროდ, წყალში ეყრებათ.

სტიქიური მოვლენებისგან თავის არიდება რთულია, თუმცა შესაძლებელია, მათგან მიღებული ზარალის შემცირება.

კომპანია „კარტლისი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფერმერებთან უკვე 25 წელია, აქტიურად თანამშრომლობს და მათ სხვადასხვა ნედლეულითა და ტექნიკური საშუალებებით ამარაგებს, სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ დეტალურ და პროფესიონალურ ინფორმაციას აწვდის. დაგროვილმა გამოცდილებამ კომპანიას საშუალება მისცა, თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად განსხვავებული და შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო პროექტი შეეთავაზებინა:

თუ კარტლისის მომხმარებელ ფერმერს მოსავალი უამინდობის გამო დაუზიანდება, კომპანია დაზიანებული ფართობისთვის შეძენილი პროდუქციის თანხას უკან დაუბრუნებს.

„კარტლის აგროსისტემები“ პირველია, ვინც ფერმერებს ამგვარი პროგრამა შესთავაზა და ამით საშუალება მისცა, მოსავალში ჩადებული ინვესტიცია სრულად არ დაეკარგოთ და ამავდროულად, მშვიდად იქნება იმით, რომ მოსავლის დაზიანების შემთხვევაში საწყისი კაპიტალის ნაწილს აუცილებლად შეინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ „კარტლის აგროსისტემები“ ფერმერებს მუდმივად უწევს სრულიად უფასო საინფორმაციო დახმარებას“, რომელმაც 2017 წელს აკადემიის სახე მიიღო. „კარტლისის აკადემიამ“ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით უკვე 4500-ზე მეტი ფერმერი გადაამზადა და საშუალება მისცა, წარმატებული ევროპელი და ადგილობრივი სპეციალისტების გამოცდილება გაეზიარებინათ.

პროექტი მეხუთე წელია წარმატებით გრძელდება და აკადემია ფერმერებს საშუალებას აძლევს, მეტი შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც დღეს, ფერმერულ მეურნეობებში გამოიყენება.

„კარტლის აგროსისტემებში“ აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ინფორმირებული ფერმერი, ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის მსგავსად, რაც მცირე ფერმერული მეურნეობას მსხვილ ბიზნესად გადაქცევას უწყობს ხელს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.