დღეს დილით,
საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ფახულანის #1 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.
წალენჯიხის რესურსენტრის ხელმძღვანელმა ლირა ღურწკაიამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ მას ფახულანის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ფიფია, მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა მისი სკოლის მოსწავლეები დღეს დილით სკოლაში არ გამოცხადდნენ.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფახულანი ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ საბერიოს ესაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები