"ზღვა ხალხს ეკუთვნის" – საპროტესტო აქცია განმუხურში (ვიდეო)
13:50 / 25.03.2016
განმუხურში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და ადგილობრივი
მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მშენებლობის და ინვესტიციების
განხორციელების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ბულვარის გაყიდვას არ
დაუშვებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა
დამენიას განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი ხეების შემდეგ, ცდილობს
სანაპირო ზოლი დაისაკუთროს.
"ხეების შემდეგ ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ საქართველო შპს-ედ
გადააქციოს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ყველა პარტიას მივმართავთ,
შემოგვიერთდნენ და 29 მარტს ერთად გვამართოთ საპროტესტო აქცია",
-აღნიშნა დამენიამ.
ცნობისთვის, 24 მარტს განმუხურის ცენტრში მოსახლეობის მეორე ნაწილმა
აქცია გამართა. ადგილობრივების ამ ნაწილის განცხადებით, ისინი
ბულვარისა და მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვაში პრობლემას ვერ ხედავენ
და სოფელში ინვესტიციის განხორცილებას მიესალმებიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და
მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით, აუქციონის
წესით იყიდება. საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120
ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ
10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები