ანაკლიაში დევნილთა საარსებო წყაროების განვითარებაზე ისაუბრეს (ვიდეო)
15:16 / 08.07.2016
სასტუმრო „ანაკლიაში“ დევნილთა საარსებო წყაროების სააგენტომ სამუშაო
შეხვედრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართა.
მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სააგენტოს
მიერ შემუშავებული პროექტი გააცნეს, რომელიც იძულებით გადაადგილებული
პირებისა და მასპინძელი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების
გაუმჯობესებას და მათი საარსებო წყაროების განვითარებას ეხებოდა.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერის ეკა გვალიას თქმით,
შეხვედრა ასევე რეგიონული ეკონომიკური განვითრების გეგმებისა და
მუნიციპალური პროგრამების გაცნობას ითვალისწინებდა.
„ჩვენმა ორგანიზაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს ანაკლიაში
შეხვედრა გაიმართა, რომელიც დევნილთა საარსებო წყაროების
უზრუნველყოფის სტრატეგიების და სამოქმედი გეგმების
თვითმართველობისთვის გაცნობას ისახავდა მიზნად ,“-აღნიშნა მან.
პროექტს სახელწოდებით „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე“ ფარგლებში,
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა
დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური
ხელშეწყობით საქართველოს 5 რეგიონში ახორციელებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები