არჩევნები
CCE- ის "საპარლამენტო დებატებში" მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)
"საპარლამენტო დებატებში", რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის "საარჩევნო მედია-ცენტრის" ფარგლებში იმართება, 11 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან მხოლოდ 2 გამოცხადდა. ცენტრის ხელმძღვანელის ეკა მინჯორაიას თქმით, დანარჩენმა კანდიდატებმა დებატებში მონაწილეობაზე უარი დაგეგმილი დღის გამო თქვეს. დებატებს მოწვეული ფასილიტატორი ზვიად ქორიძე უძღვებოდა. შეხვედრაში მონაწილეობა მოქალაქეებმა, არასამთავრობო სექტორისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კითხვები, ძირითადად, საგარეო პოლიტიკისა და ეკონიმიკური განვითარების გარშემო დაისვა.

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზრით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გადასახედია . მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგის დაწყება და ურთიერთობების დალაგება აუცილებელია. რაც შეეხება ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკას ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უბლოკო სტატუსი უნდა აირჩიოს. ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დასმულ კითხვაზე, ჭითანავამ განაცხადა, რომ საქართველომ, რუსეთის ბაზართან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების ბაზარიც უნდა გამოიყენოს.

"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატის მსგავსად, დამოუკიდებელი კანდიდატი მიმოზა ცხონდიაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა და ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანას "გამუდმებით ოკუპანტი არ უნდა ვეძახოთ". ამავე დროს, ცხონდია ევროკავშირთან ურთიერთობას მიესალმება და აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო თუ სხვა ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.

საარჩევნო მედია ცენტრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული და ის პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის" (ACCESS) ფარგლებში ხორციელდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.