"საუნჯე": მე-20 უბანზე კენჭისყრის ფარულობა დაირღვა (ვიდეო)
13:56 / 30.10.2016
ზუგდიდში მე-20 უბანზე საჩივარი დაიწერა. ორმა ამომრჩეველმა ხმის
მიცემის კაბინაში ფოტოაპარატი ბიულეტინისთვის ფოტოს
გადასაღებად შეიტანა. ამისთვის ერთ-ერთმა მათგანმა კომისიის
წევრებისგან ნებართვა აიღო.
ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა "საუნჯის" დამკვირვებელმა, თუმცა
არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის ირინე ურუშაძის თქმით,
დაახლოებით, ერთი საათი დასჭირდა საჩივრის რეგისტრაციას, რადგან
კომისიის თავმჯდომარე მათ ამის უფლებას არ აძლევდა.
„რამდენიმე ამომრჩეველმა გადაიღო ფოტო კაბინაში, რაც პირდაპირ
არის აკრძალული, მათ შორის, ამომრჩევლისთვისაც. კომისიამ უნდა
უზრუნველყოს კენჭისყრის ფარულობა“, - განაცხადა ირინე
ურუშაძემ. მისივე თქმით, ეს არ ყოფილა ერთდაერთი დარღვევა და კომისიის
პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტს
უარყოფს.
„არ ყოფილა გადაღება, ჩვენ არაფერი გვინახავს. არარსებულ ფაქტზე
დაწერა საჩივარი“, - აღნიშა ლელა დავითაიამ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები