რეგიონი
საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ბოდიში მოიხადა
ზუგდიდში კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცაბუნია ვართაგავამ საკონსტიტუციო კომისიის წევრის თენგიზ შარმანაშვილისგან ქალის მიმართ გაკეთებული განცხადების გაკეთების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

შარმანაშვილმა პრეზიდენტის მრჩეველთან ანა დოლიძესთან კამათისას თქვა, რომ ქალთან პოლემიკაში არ შევა.

„ბატონი თენგიზი საკმაოდ აგდებული ტონით საუბრობს, რომ ქალთან ვერ შევა პოლემიკაში. ძალიან სამწუხარო განცხადება იყო და კარგი იქნება, თუ ბოდიშს საჯაროდ მოიხდი
ს“, - აღნიშნა ვართაგავამ.

შარმანიშვილმა კი თქვა, რომ „ზედმეტად გაცხარდა“ და საკუთარი განცხადების გამო ბოდიშიც მოიხადა.

ვართაგავამ ასევე კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე დასვა შეკითხვა. მას კომისიისგან აინტერესებდა, თუ რატომ გახდა აუცილებელი კონსტიტუციაში ოჯახის ცნების დეფინიციისას ქალისა და მამაკაცის დაკონკრეტება, როდესაც, ლგბტ პირებს შორის კონსტიტუცია ისედაც კრძალავს ქორწინებას.

იმ დროს, როდესაც ისედაც აკრძალულია ლგბტ წარმომადგენლებს ქორწინება, რატომ დადგა ამ მუხლის დაკონკრეტების აუცილებლობა მაშინ, როდესაც სხვა კონსტიტუციური უფლებაც შეზღუდული აქვთ“, - აღნიშნა ვართაგავამ.

მის კითხვას ეკე ბესელიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს პრიცნიპული საკითხია და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრია.

„ფორმულირების სახით ვასწორებთ, რომ ეს არის უსაფრთხოების თემა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა, ტრადიციების გამოხატულება, უმრავლესობის პოზიცია. შეიძლება თქვენი აზრის მსგავსზე იყოს რამდენიმე ადამიანიც, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მცირე გამონაკლისის გარდა“, - განაცხადა ბესელიამ.

ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო პროექტის განხილვა 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატები, საჯარო მოხელეები, სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე კითხვები გამომსვლელებმა დასვეს, მათ შორის იყო რამდენიმე საჯარო მოხელე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
20 / სექტემბერი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი აფხაზებს ურჩევს, არ აიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტები“ .
20 / სექტემბერი 2024
28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
20 / სექტემბერი 2024
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიწის ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ დევნილთა დასახლებაში მისი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.