როგავების ოჯახი სუს-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ ენდობა (ვიდეო)
15:50 / 31.05.2017
გალის რაიონიდან დაბრუნებულ სუს-ის წარმომადგენელს კახაბერ ქემოკლიძეს
ენგურის ხიდზე რიყეში დაკავებული
მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრი თინათინ როგავა დახვდა, რომელიც
მისგან ინფორმაციის მიღებას ითხოვდა. ქემოკლიძის ცნობით, შეხვედრაზე
ითქვა, რომ მამა-შვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება და მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ამისა, ქართული მხარე
აცხადებს, რომ როგავები უკანონოდ დააპატიმრეს და საქართველოს მთავრობა
მათ დროულად გასათავისუფლებლად ყველა ღონეს იხმარს.
როგავების ოჯახს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლების მიერ
მოწოდებული ინფორმაციის არ სჯერა. თინათინ როგავამ ქემოკლიძეს ჰკითხა,
ნახა თუ არა პირადად დაკავებულები და აქვს თუ არა აღნიშნული
ინფორმაციის დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რაზეც სუს-ის
წარმომადგენელმა უპასუხა, რომ შეხვედრა მსგავს ფორმატს არ
ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონის სოფელს რიყეში რუსი ე.წ. მესაზღვრეების
მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების მიმართ დე
ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურის განყოფილებამ სისხლის
სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: "საზღვრის
უკანონო გადაკვეთა და ხელისუფლების წარამოდგენლისთვის წინააღმდეგობის
გაწევა". საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე
ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები