დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვემის
განცახდებით, ამ დროისთვის სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის
აღიარების
საკითხი დღის წესრიგში არ დგას - ეს პერსპექტივაშია. მან აღნიშნულთან
დაკავშირებით სირიაში დე ფატო აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ
განაცხადა.
„ჩვენი ვიზიტი სირიაში ნაყოფიერი იყო და უკვე უახლოეს მომავალში, ამ
შეხვედრებიდან სერიოზულ შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა კოვემ.
მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილებოდა ყველა მიმართულებით
ურთიერთობების განვითარების, მათ შორის სრულფასოვანი ორმხრივი
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები