ანაკლიაში თხილის ფორუმი გაიმართა, სადაც ფერმერებთან და
სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებულ გამოწვევბზე
ისაუბრეს. ღონისძიების მიზანი
იყო ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოს თხილის მწარმოებელთა
ასოციაციის მიღწევებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე
სამომავლო გეგმებს, რომლებიც უკავშირდება თხილის დარგში არსებულ
გამოწვევებს.
ფორუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით
მოეწყო. მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი,
სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი დავით მალანია, საკანონმდებლო და ადგილობრივი
ხეისუფლების წარმოამდგენლები დაესწრენენ.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო და დონორი
ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის
გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები,
ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის II კონფერენციის
მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),
თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფერეროსა (Ferrero) და
ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA-ის „საქართველოს
თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).
მასალის გამოყენების პირობები