ახალი ამბები
ზუგდიდის ახალი სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა
ქალაქ ზუგდიდის მერიამ უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი ლიკვიდაციამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიბარა. მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის ყოფილი უფროსის მამუკა ლოგუას თქმით, სამშენებლო კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგა და ქონება ამჟამად მუნიციპალურ საკუთრებაშია.

“სტადიონის მშენებლობის ეტაპი მორჩა. კომპანიამ სამუშაოები პროექტის მიხედვით შესრულა და ჩვენ ის შესაბამისად ჩავიბარეთ“ , - აღნიშნა ლოგუამ.



ახლადშექმნილ მერიაში აცხადებენ, რომ სტადიონის პირველი ეტაპის მშენებლობის საკითხს ახლა სწავლობენ. რადიო „ათინათის“ კითხვებზე, აპირებს თუ არა ზუგდიდის ახალი მერია ფედერაციას ბეტონის სარტყელთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევით მიმართოს, გვიპასუხებენ, რომ ამ საკითხს სწავლობენ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება მშენებლობის მეორე ეტაპს, მისი დაწყების ტარიღს მერიაში ამჯამად ვერ აკონკრეტებენ.

ზუგდიდის ახალი სტადიონის სათამაშო მოედანზე აშენებულმა ბეტონის კედელმა სოციალურ ქსელში მომხარებლების უკმაყოფილება გამოწვია. ისინი წერდნენ, რომ ბეტონის გალავანი ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვის საშიშია. მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. კომპანიაში „დაგი“ კი ამბობდნენ, რომ ისინი სამუშაოებს პროექტის მიხედვით ასრულებდნენ. „რაც შეეხება იმას, შეესაბამება თუ არა ეს სტანდარტებს, ჩვენს კომპეტენციას ცდება“, - განაცხადეს სამშენებლო კომპანიაში.



თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა და უეფა-ს მედიაოფიცერმა მერაბ კვარაცხელიამ რადიო „ათინათს“უთხრა, რომ ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ შეცდომა სამშენებლო კომპანიამ დაუშვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ კომპანია, სავარაუდოდ, უეფას, ფიფას და სფფ-ს სტანდარტებით მოქმედებდა. მისივე თქმით, ეს მისი, როგორც ექსპერტის შეფასებებია და ფედერაციის მხრიდან კონკრეტული დასკვნები მაშინ გახდება ცნობილი, როცა კომპანია სფფ-ს ოფიციალურად მიმართავს.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის პროექტი ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდა, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია 1224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

მერია ზუგდიდის სტადიონზე: ფედერაციის რეკომენდაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ (ვიდეო)

ზუგდიდის სტადიონის დამპროექტებელი: არ ვიცი, რომელ ბეტონის კედელზეა საუბარი

ექსპერტი: ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.