ორი დღის წინ ზუგდიდში ავტოავარიისას დაშავებული მოტოციკლის მძღოლი
სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის
დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, პაციენტი ოჯახის კატეგორიული
მოთხოვნის საფუძველზე საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს. მისივე
ცნობით, იმ დროისთვის მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო.
ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტობილი 17 მარტს
შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულს ოპერაცია უტარდება (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები