სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის
თანამდებობას გურამ ზესაშვილი ამჟამად აღარ იკავებს. ინფორმაცია
ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან
საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, იგი, სამინისტროში
მიმდინარე როტაციის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი
დირექტორს, ჯერჯერობით, ეს პოსტი ვაკანტურია და ამ ეტაპზე უცნობია,
ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.
მასალის გამოყენების პირობები