ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკეიტ პარკში აგვისტოს
ომში დაღუპულთა მემორიალი განთავსდება.
აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა ჯარისკაცებთან ერთად, სიმბოლური ნიშნული ყვავილებით
შეამკეს, სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში
გარდაცვლილთა ხსოვნას.
აქვე მოეწყო ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას ფოტოების გამოფენაც.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სულ
37 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები