ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. ცხედარს საკუთარი სახლიდან იოანე ნათლისმცემლის
სახელობის ტაძარში ამ წუთებში ასვენებენ. სწორედ აქ გაიმართება პანაშვიდი, რის შემდეგაც კვარაცხელიას სენაკში, დედის გვერდით დაკრძალავენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექპერტიზის დასკვნა დაიდება.
ამავე თემაზე:
გუბერნატორმა ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა
ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა
ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა
ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)
კვარაცხელიას ცხედრის დათვალიერებისას ახლობლებმა დაზიანებები აღმოაჩინეს
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)
ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ენგურის ხიდზე გადმოასვენეს
მასალის გამოყენების პირობები