სენაკის ბავშვთა პოლიკლინიკაში მეორე საჯარო სკოლიდან გადაყვანილი 24 მოსწავლე უკვე საკუთარ სახლშია.
გოგონა, რომელიც სტაციონარში დატოვეს, ექიმების გადაწყვეტილებით, ბინაზე საღამოს გაეწერა.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ პოლიკლინიკის დირეტორმა იამზე დგებუაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.
სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში
სკოლიდან 24 ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ შეიყვანეს. მათ თავბრუსხვევა, გულისრევა და მოთენთილობა
აღენიშნებოდათ. შს სამინისტრომ
გამოძიება სს კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები