კომპანიის წარმომადგენელი: სამუშაოებზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო (ფოტო, ვიდეო)
18:16 / 01.08.2019
კომპანია “ფაიფერის” უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ლაშა ლატარიას თქმით, სამუშაოებზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.
სწორედ აღნიშნული კომპანის ასრულებს კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოებს ჩიქობავას ქუჩაზე. ჟურნალისტებთან ლატარიამ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მაშველებმა მიწის ქვეშ მოყოლილი ორივე მუშა ამოიყვანეს. „აბსოლუტურად დაცული იყო ყველა ზომა, დამცავი კონსტრუქციაც იყო. მიწა ჩამოიშალა იმიტომ, რომ აქ წყლის მილი გადის“, - აღნიშნა ლატარიამ.
დაახლოებით, ერთი საათის წინ, საკანალიზაციო სამუშაოების დროს, კონსტრუქციებმა მიწა ვეღარ შეაკავა და ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა მიწის ქვეშ ნაწილობრივ მოყვა.
მაშველებმა მათი ამოყვანა, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში მოახერხეს. ორივე მათგანი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველად კვლევებით მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებათ. ჩიქობავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები