მოქალაქეები ზუგდიდის საკრებულოში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით მივიდნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ გზის რეაბილიტაციის დაპირება, რომელიც მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს, ჯერ არ შესრულებულა.
მათ გზის საფარის აღდგენის მოთხოვნა დღეს საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მოქალაქე იზოლდა კაკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, როდის დაიწყებოდა მათ უბანში აღნიშნული სამუშაოები.
საკრებულოს თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ პროექტზე მუშაობა დასრულებულია და ის შეტანილია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში. წოწერიას ცნობით, აღნიშნული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით უნდა რეაბილიტირდეს და სამუშაოების პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები