მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიში ნაროუშვილების ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
მერიის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა ორმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ შეძლო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ამავე ცნობით, მერია დაზარალებულ ოჯახს „ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დახმარებას გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები