სოხუმი: ადგურ არძინბა „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
სოხუმში „ცესკომ“ დაარეგისტრირა 25 - კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ადგურ არძინბას წარადგენს. 39 წლის ადგურ არძინბა
2015 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის 17 დეკემბრიდან ვიცე - პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის პოსტებს ითავსებდა.
მანამდე, საინიციატივო ჯგუფებმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატებად ასლან ბჟანია და კან კვარჩია წარადგინეს. ასევე „საარჩევნო კომისიამ“ დაარეგისტრირა პარტია „აკზაარა“, რომლის თავმჯდომარე ლეონიდ ძაპშბაა.
აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს გაიმართება. კანდიდატების წარდგენა 11 თებერვალს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები