ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ამ დრომდე არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" საავადმყოფოს ადმინისტრაციაში უთხრეს. ინფექციურში საეჭვო ნიშნებით მხოლოდ ერთი პაციენტი, ლიეტუვას მოქალაქე 27 თებერვალს
შეიყვანეს. მან ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი დღე და ღამე
დაჰყო. ამ დროისთვის, ზუგდიდში თვითიზოლაციაში 15 ადამიანი
იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები