სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად პოლიციის პოლკოვნიკი აკაკი ხასაია დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აკაკი ხასაია ამ დრომდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხასაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე
მერაბ წურწუმია ჩაანაცვლა. წურწუმიამ პოსტი ცოტა ხნის წინ
დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები