ზუგდიდში, მოედანთან ქვეითთა გადასასვლელზე მანქანა ქალს დაეჯახა
ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითა გადასასვლელზე ასაკოვან ქალს ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი შესახვევიდან გამოდიოდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებული ქალი კონტაქტური იყო და მას, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები