უშედეგოდ დამთავრდა სოფელ ნაცატუს მოსახლეობის ნაწილის შეხვედრა ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრიდან გამოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ გზის მოხრეშვას ჰპირდება, რაც მათთვის მიუღებელია. ნაცატუელები გზის კაპიტალურ შეკეთებას ითხოვენ.
„სკოლაში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ და პასუხს ვაგებ ბავშვებზე, რომ არ გავუშვებ სკოლაში. შეხედოს მთავრობამ, ხომ დაინტერესდებიან, რომ სკოლაში არ მივლენ ბავშვები“, - ამბობს ნაცატუს მკვიდრი ჯულიეტა აბულაძე.
ინფორმაციისთვის, ნაცატუს მოსახლეობა დილით
სოფელში შეიკრიბა, მოგვიანებით მათ აქცია ზუგდიდის
მერიასთან გამართეს. ამჟამად ისინი პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან და აქციაზე დაკავებული თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები