თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა
00:13 / 22.10.2020
ზუგდიდში სპეცოპერაციის დასრულებიდან თითქმის ორი საათი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით გადაადგილდება
მანქანა, რომელშიც თავდამსხმელი ჩაჯდა. არსებული ინფორმაციით, მან სამი მძევალი დაიტოვა, მათ შორის ერთი - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას უფროსი ავთადნილ გალდავაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამტაცებელს სწორედ მან გადასცა თანხა, რომელსაც ის მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა. შსს-ს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
შეიარაღებული მამაკაცი დღეს ბანკის შენობაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები