ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკმა", სადაც 21 ოქტომბერს ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, მუშაობაა განაახლა. ფილიალი დილიდან მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.
ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა.
მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა.
შს სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მკვიდრი ბადრი ესებუაა. უწყებამ იდენტიფიცირებული პირის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო, გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეს ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცა.
ამავე თემაზე:
სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა
შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა
ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა
გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში
ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს
შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა
ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება
ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)
ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს
ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი
ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა
მასალის გამოყენების პირობები