მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნის შემდეგ ავტომობილი აალდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები