ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მრავალწლოვანი ჭადრის ხე წაიქცა. ბაღის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას ცნობით, შემთხვევა გუშინ, დილის საათებში მოხდა.
"ვიზიტორებისთვის იმ დროს ბაღი ღია იყო, თუმცა შემთხვევის დროს იმ ადგილას არავინ იმყოფებოდა, ხე ბილიკებისგან მოშორებით იდგა. დაწყებული გვაქვს ჭადრების გადაბელვა. მათი ნაწილი ფაუტიანია, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა და წინასწარ ვერ განსაზღვრავ რომელს სჭირდება სასწრაფოდ გადაბელვა", - აღნიშნა ქარჩავამ.
ბაღში რამდენიმე ასწლოვანი ხეა, რომელიც გადაბერებულია და განსაკუთრებული ყურადღებას საჭიროებს.
მასალის გამოყენების პირობები