სამეგრელოში 50 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ 6 კოვიდცენტრში სულ 447 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
მძიმეა რუხის საავადმყოფოს 45, სენაკის "ლაზიკა მედის" 2 და ფოთის "ბომონდის" 3 პაციენტის მდგომარეობა.
ანაკლიაში, "პალ ბიჩის" კლინიკურ სასტუმროში 21 ინფიცირებული იმყოფება.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 225 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირების 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები