ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი ამოტრიალდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველებმა ავტმობილიდან დაშავებულის გადმოყვანა და ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაყავს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახნძრო-სამაშველო სამსახური.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები