სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსს სამეგრელოს კიდევ ორი მკვიდრი ემსხვერპლა.
ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. ამავე ცნობით, გარდაცვლილებიდან ერთი, 71 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე 75 წლის ქალია.
ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 448 ადამიანი მკურნალობს. მათგან 46-ის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 203 პირი.
მასალის გამოყენების პირობები