ზუგდიდის საკრებულოში ამ წუთებში დაიწყო სხდომა, რომელზეც კომისიების თავმდჯომარეები უნდა აირჩიონ.
სხდომის დაწყების შემდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ და თანაგუნდელების სახელით განაცხადა, რომ ისინი კენჭისყრაში მონსწილეობას არ მიიღებენ.
შესაბამისი პროედურები უკვე დაწყებულია.
ზუგდიდის საკრებულომ გასულ კვირაში ორი მოადგილე "ქართული ოცნების" გარეშე აირჩია. პირველი მოადგილის პოსტს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადეგენელი
მალხაზ თორია იკავებს, მეორე მოადგილედ კი ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარე
თემურ ბასილაია აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები