უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი
14:38 / 29.04.2022
მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა, ამ თემის გარშემო კამათი არ წყდება.
საზოგადოების, მათ შორის, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდელებს ბოტანიკური ბაღით სარგებლობა უფასოდ უნდა შეეძლოთ. ადგილობრივი ხელისუფლების არგუმენტია, რომ ფასის დაწესება შემოსავლების გაზრდას უწყობს ხელს. რადიო "ათინათი" ამ თემაზე ზუგდიდელების აზრით დაინტერესდა და მათ კითხვით ქალაქის ქუჩებში მიმართა. რესპონდენტების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო უნდა იყოს.
მსგავსი გამოკითხვა ჩვენ რამდენიმე წლის წინაც ჩავატარეთ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები