ხობში, სოფელ პირველ მაისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგაყვანილობის ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანა აალდა, მძღოლი კი ადგილზე დაიღუპა.
მძიმედაა დაშავებული მგზავრი, რომელიც საავამდყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები