სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დღეიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო გახდა,
სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის მერიაში უთხრეს. მათივე თქმით, რამე სახის გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ მიუღიათ.
პოსტი, იმის შესახებ, რომ ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული გადასახადი გაუქმდა, ცოტა ხნის წინ ადგილობრიმვა პოეტმა ნიკა ლაშხიამ გამოაქვეყნა. ის სხვა თანამოაზრეებთან ერთად უკვე თვეებია აპროტესტებს ბაღის გაფასიანებას.
ბოტანიკურში შესვლა ფასიანი მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან
გახდა. ზუგდიდელების ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილობრივებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია. შესაბამისი მოთხოვნით
პეტიციაც შეიქმნა, თუმცა მერიამ მოქალაქეების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე.
ამავე თემაზე:
ბაღში შესვლა ფასიანი უნდა იყოს - ზუგდიდის ბოტანიკურის ახალი დირექტორი
ზუგდიდის მერიის წინ ბანერი "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი!" გამოფინეს
უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი
"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური უნდა იყოს უფასო", - სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში
"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეებიფოტო: თემურ ბართავა
მასალის გამოყენების პირობები