საქსტატის ინფორმაციით სამეგრელო - ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 299.3 ათასს შეადგენს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 736.4 ათასს მიაღწია,
რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით სამეგრელო - ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 299.3 ათასს შეადგენს.
სტატისტიკაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია.
მასალის გამოყენების პირობები