ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდში, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის წესების დარღვევისთვის 28 ჯარიმა დაფიქსირდა. სტატისტიკა რადიო
"ათინათს" ზუგდიდის მერიამ მიაწოდა.
ბილეთის არქონის შემთხვევაში პირი 20 ლარით ჯარიმდება.
ზუგდიდის ააიპ მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 3 ოქტომბრიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაუქმდა სალარო აპარატებით (ხურდა ფულით) მგზავრობის საფასურის გადახდა.
მგზავრებს თანხის გადახდა ავტობუსებში მხოლოდ ელექტრონული სისტემით შეუძლიათ. საუბარია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბარათსა და სამგზავრო ბარათზე -
"ზუგდიდი ქარდი".
ზუგდიდის მუნიციპალურ ავტობუსებში კონტროლიორებმა მუშაობა 2021 წლის თებერვლიდან
დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები