ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური დანაშაულისთვის დაკავებულ შუახნის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
მამაკაცი, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს არ აღიარებს.
გუშინ
გავრცელდა ინფორმაცია 13 წლის გოგონას ორსულობის შესახებ.
მამაკაცი ორი დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.
გამოძიება სს კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთნ სექსუალურ კავშირს გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები