აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. სასამართლომ მხარი არ დაუჭირა ბიჭვინთის აგარაკების „მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ“ კანონის გაუქმებას, როგორც ეს მოსკოვს სურდა.
ამის შესახებ ტელეგრამის არხი
RESPUBLICA იტყობინება. „ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდა მცდელობა გაუქმებულიყო ადრე მიღებული კონსტიტუციური კანონი „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ“, რომელიც ზღუდავს ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემას. ასლან ბჟანიასთვის სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, წინააღმდეგ მისცა ხმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის რატიფიცირებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო უწყებას
ნოტა გაუგზავნა, რომელშიც მოსკოვი უკმაყოფილებას გამოხატავს ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ცვლილებებით, რომლებიც კრძალავს ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემას.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების
რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და
დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
მასალის გამოყენების პირობები