30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
"რაც არ უკადრია მხედრიონს, ყაჩაღებს და სხვა, ციხიდან გამოშვებულ კრიმინალებს 90-ში, იკადრეს ამათ! მათ ქმედებას თქვენ შეურჩიეთ სახელი, მე კი ამ კადრებით ვიამაყებ და ჩემს იაკობს დავუტოვებ სამომავლოდ იმის დასტურად, რომ რუსეთის საბოლოო გაძევების წინ, ბებიაც იბრძოდა, მისი ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნავს კალანდია და მისი დაკავების კადრებს აქვეყნებს.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული "დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა სასამართლომ 13 მაისს 2000 ლარით დააჯარიმა.
ამავე თემაზე:
"აგენტების" კანონის აქციაზე დაკავებულ მარიამ სიჭინავას სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას პროცესი გადაიდო (ფოტო)
მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს - ადვოკატი
მასალის გამოყენების პირობები