ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ადვოკატის ინფორმაციით, მაია კალანდიას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ის სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სიჭინავა კი - ფოთში.
“ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
გათვალისწინებულია ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. ამჟამად ერთი დაკავებულო გადაყვანილია ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მეორე - სენაკში.
მე შევხვდი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელოა, თავს კარგად გრძნობენ. მაია კალანდიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ვინაიდან გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შესაბამისად, გამოიძახეს სასწრაფო და გაეწია დახმარება.
ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ პოლიციისთვის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მეორე კი, მაია კალანდია ამბობდა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება. ორივეს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. იყი გარკვეული დარღვევები, მაგალითად, არ განუმარტავთ უფლებები, არ მისცეს ადვოკატისა და ოჯახის წევრებისთვის დაერეკათ", - აღნიშნა ადვოკატმა კესო ჩახაიამ
თბილისში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ზუგდიდში, მერიის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, პროტესტის გამოსახატავად. აქციის დაწყებისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტია “ახალის” და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.
თბილისში, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონს მანიფესტანტები თბილისის სხვადასხვა წერტილში აპროტესტებენ.
ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა, არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილეებს. ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების, მათ შორის, ზუგდიდელი აქტივისტის როსტომ ზარანდიას
დაკავების შესახებ.
ამავე თემაზე:ზუგდიდში მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციამ, სავარაუდოდ, დააკავა
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ქართული საქმე, ენა, მამული, სარწმუნოება - რას ამბობენ ზუგდიდიდან “ოცნების” აქციაზე წასულები (ფოტო)
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები