ახალი ამბები
პოლიციამ ბალდის კანიონის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავა
მარტვილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი, 1993 წელს დაბადებული, ი.ბ. სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

ამასთან, მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ფეისბუქზე წერს, რომ მომჩივანი კარავში აქტივისტებზე თავდამსხმელის მეუღლეა და ის დაკავებულ ი.ბ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით მოძრაობის წევრებს სანადირო თოფითა და დანებით თავს დაესხნენ. დაჭრილია მოძრაობის ორი წევრი. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციისთვის, თვეებია, ბალდელების ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.


ამავე თემაზე: 

ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, დაკავებულია ორი პირი

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

ბალდის კანიონზე მშენებლობა დროებით შეჩერდება - ადგილობრივები

დაპირისპირება ბალდაში და მხარეების ბრალდებები (ფოტო)

ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
23 ივნისს, ცაიში-ურთას ბილიკის მიმდებარედ, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით "ურთაფესტი-ხელოვნება მაღალზეა" გაიმართა.
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2024
XX საუკუნის 30-იან წლებში აგრესიული ხასიათი მიიღო ანტირელიგიურმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირში და შესაბამისად, საქართველოშიც.
03 / ივლისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
03 / ივლისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წლის 1-დან 30 ივნისის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ტყის უკანონოდ სარგებლობის 9 შემთხვევა გამოვლინდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.