ახალი ამბები
"ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" მოძრაობის წევრის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
დღეს, სენაკის რაიონულ სასამართლოში ბალდის მკვიდრის და "კანიონ 350"-ის მშენებლობის მოწინააღმდეგის ინდიკო ბჟალავას სასამართლო პროცესი 13:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობამ "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

ისინი, ადგილობრივების ნაწილთან ერთად, დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ ბჟალავას უფლებების დასაცავად.

"არ დაინტერესებულან, არსებობს თუ არა რაიმე სხვა ვიდეო მტკიცებულება, გარდა მომჩივნის, სოფიო შაყულაშვილის მობილურით გადაღებული ვიდეო კადრებისა, რომელიც ინდიკოს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას და მივარდნის ფაქტს არ ადასტურებს და რომელიც გამომძიებელმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოიღო", - განმარტავენ აქტივისტები.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყველა მოწმე ბჟალავას უდანაშაულობას ამტკიცებს, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ საპროტესტო კარავზე თავდამსხმელის მეუღლის ცრუ ბრალდებას და საქმის ერთადერთი მოწმის გაყალბებულ ჩვენებას. 

შეგახსენებთ, მარტვილში შსს-ს თანამშრომლებმა ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი ინდიკო ბჟალავა 12 ივნისს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს.

იქამდე, 11 ივნისს გვიან ღამით მოძრაობის წევრებს კარავში სანადირო თოფითა და დანებით თავს დაესხნენ. დაჭრილი იყო მოძრაობის ორი წევრი.

თვეებია, ბალდელების ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.


ამავე თემაზე: 

ბრაკონიერობა ბალდის კანიონზე - მოქალაქეს ტომარაში შვლის დანაწევრებული ხორცი ედო

დაპირისპირება ბალდაში და მხარეების ბრალდებები (ფოტო)

ბალდის კანიონის ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება შეფასდება - დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
07 / სექტემბერი 2024
დღეს, ზუგდიდში, 9 სართულიანი კორპუსის მოპირკეთების პროცესში დაღუპული მუშა თურქეთის მოქალაქეა.
07 / სექტემბერი 2024
მუშა რომელიც ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
07 / სექტემბერი 2024
მოსკოვმა და სოხუმმა დაამტკიცეს საქონლის ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის „უბაჟოდ“ შეიტანენ. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, წერს „ აბხაზია ინფორმი“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.