ახალი ამბები
სოხუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც სასულიერო პირს თავს დაესხა
სოხუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ დოროფეის (დბარი) დაესხა თავს, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაკავებულია ოჩამჩირის რაიონის მცხოვრები ირაკლი ბაღათელია. 36 წლის მამაკაცი, 2024 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მომხდარ ინციდენტზე საპროცესო გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა.

ტელეგრამ არხების თანახმად, ბაღათელია სოფელ ლიხნიში მდებარე, „აფხაზეთის სულიერ სიმბოლოდ“ წოდებული ცაცხვის დაზიანების მონაწილე ძმებიდან ერთ - ერთია.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილია, მაგრამ აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი არ ცნობენ ქართული ეკლესიის ძალაუფლებას.

ამავე დროს, მართლმადიდებლური სტრუქტურების სახით ორი თემი ფუნქციონირებს, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მამა ბესარიონ აპლიას მეთაურობით და მართლმადიდებლური ორგანიზაცია - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, არქიმანდრიტ დოროფეი დბარის მეთაურობით, რომელიც ახალ ათონში მოქმედებს.

მედიის ინფორმაციით, პერიოდულად, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მოითხოვს „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენლებისგან, გაათავისუფლონ ახალი ათონის მონასტერი და მათ გადასცენ, რაც ხშირად დავის მიზეზი ხდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.