აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსულმა ელექტრომატარებელმა "ლასტოჩკამ" წარმატებით განახორციელა სატესტო რეისები ოკუპირებულ სოხუმში.
ამავე ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც მატარებელი პირველად ჩავიდა სოხუმში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესამოწმებლად, გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები.
"აფხაზეთის რკინიგზის დეპარტამენტის სამგზავრო სამსახურის უფროსმა რუსლან ხარაზიამ აღნიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი ტესტირების პროცესში: "ბოლო სატესტო გამოცდების დროს გამოვლინდა მხოლოდ მცირე შენიშვნები, დაკავშირებული მატარებლის გაბარიტებთან", - აღნიშნავს "აფსნიპრესი".
ინფორმაციისთვის, "ლასტოჩკამ", რომელიც სოჭიდან გაგრამდე რეგულარულად გადაადგილდება, 2024 წლის ექვს თვეში 23 222 მგზავრი
გადაიყვანა. ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი მგზავრი (7 890) რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლკაში ივნისში ჩავიდა, აპრილში ეს მაჩვენებელი 5 861 ადამიანს შეადგენდა, მაისში - 4 032- ს, მარტში - 2 400-ს, იანვარში - 1 719-ს, თებერვალში კი 1 320 - ს.
ამავე თემაზე:
სოჭიდან გაგრაში ხვალიდან ჩქაროსნული მატარებელი ივლის
მასალის გამოყენების პირობები