რეგიონი
პროტესტის 30-ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში პროევროპული პროტესტის 30-ე დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა თაობის ადამიანები, აქტივისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წევრები, ახალგარზდები, რომლებსაც ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქ დამონტაჟებულია ეკრანი, სადაც სავარაუდოდ დაიწყება ტრანსლირება თბილისში მიმდინარე მოვლენების.

ამ წუთებში აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავენ.

მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და დემოსტრაციების დარბევისას დაკავებულები მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

,,პროტესტის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ქვეყანა გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მათი დაპირებები ყველანაირ ჩარჩოს სცდება და ძალადობრივ რეჟიმაად იქცა სამწუხაროდ, რაც მიმდინარე პროცესებმაც აჩვენა. როგორც ევროინტეგრაციის კუთხით ასევე ადამიანების დაჭერის შემდეგ, ცემა, ძარცვა არცერთ კანონში არ წერია და სამწუხაროა, რომ არცერთი პოლიციელი არ არის ამის საპირწონედ დასჯილი, სამაგიეროდ აღძრულია 400 - მდე მოქალაქეზე ადმინისტრაციული და ნაწილზე სისხლის სამართლის საქმე. ყველა საერთაშორისო პარტნიორი ჩამოაშორა ქვეყანას და გაწირა იზოლაციისთვის, აქიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხიდების აღდგენა, გაძლიერება, ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე ასევე მნიშვნელოვანია ახალი არჩევნების ჩატარება, ის ლეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც ხალხი აირჩევს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება'', - უთხრა რადიო ,,ათინათს'' საჯარო მმართველობის დოქტორმა გიორგი აგირბაიამ.

აქციაზე დაანონსდა ხვალ დაგეგმილი ერთსაათიანი „ერთობის ჯაჭვი“ ზუგდიდში, რომელიც დადიანების სასახლიდან 15:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება შემდეგი მიმართულებით: სკეიტპარკი, რაფიელ ერისთავის ბიუსტი და თავისუფლების მოედანი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროევროპულ აქციაზე - პროტესტის მე - 19 დღე (ფოტო)

პროტესტის მე-20 დღე - ზუგდიდში პროევროპული აქცია გრძელდება (ფოტო)

ზუგდიდში საპროტესტო აქცია საახალწლო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.